თავი 1 — გადაწყვეტილება
ულტრა აივანზე იჯდა როდესაც მიიღო მესიჯი, “რა გადაწყვიტეთ? დაინტერესებული ხართ თანამშრომლობით?”
ულტრას ერთი კითხვა აწუხებდა, რატომ ის, რატომ მიმართეს კონკრეტულად მას. მას უთხრეს რომ ამაზე პასუხს მხოლოდ მას მერე გაიგებდა რაც გადაწყვეტდა თანამშომლობას, მანამ კი მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად.
ცოტაოდენი ფიქრის, აივანზე მჯდომი ჭიტის თვალიერების და ამ ჩიტის მიერ უსირცხვილო მოსკლინტვის შესწრების შემდეგ, ულტრამ გადაწყვიტა და თანხმობის მესიჯი გააგზავნა.
“მშვენიერი. მაშ ხვალ შევხვდეთ რესტორანში ცხრა საათზე.” მიიღო საპასუხად.
თავი 2 — შეხვედრა
ულტრა მივიდა მითითებულ მისამართზე, რომელიღაც გადასახვევის კუთხეში. ერთი შეხედვით რესტორნის მაგვარი ვერაფერი დაინახა. თუმცა მაინც დაელოდა. თან ჯერ რამდენიმე წუთი აკლდა ცხრა საათს.
ცოტა ხანში გზაზე გამოჩნდა მოტოცილკეტი რომელსაც სატვირთო ნაწილი ჰქონდა გამობმული.
რამდენიმე წუთში იმ მოტოციკლეტის პატრონმა გაშალა პატარა დახლი, რომელზეც დაალაგა ჭურჭელი, იქვე პატარა გენერატორი ამოქოქა და გაშალა აბრა რომელზეც მჭახე ფერებით ანათებდა წარწერა: რესტორანი ცხრა საათზე.
სანამ ულტრა აკვირდებოდა რესტორნის აღმოცენებას, მათ მოუახლოვდა დაბურულ შუშებიანი მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ადამიანი რომელსაც ხელში ეჭირა ჩემოდნის სახელური და რომელიც მოშმუშნული თვალებით გაჰყურებდა ჰორიზონტს.
ცოტა ხანში ეს ადამიანი მოუახლოვდა ულტრას, გაეცნო როგორც შ.პ.ს. სახელმწიფოს წარმომადგენელი და ჩემოდნის სახელურის ძირიდან გამოაძრო რაღაც რაც მიაწოდა ულტრას.
“ეს მეხსიერების ჩიპია,” თქვა მან, “აქ ყველა ინფორმაციაა რაც დაგჭირდებათ.” მცირე პაუზის შემდეგ კი ჰკითხა, “ყავას დალევთ?”
ულტრამ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ გამოართვა მეხსიერების ჩიპი, ჩაიდო ჯიბეში და უპასუხა, “კი დავლევ, ერთი კოვზი შაქრით.”
შ.პ.ს. სახელმწიფოს წარმომადგენელმა შეუკვეთა ორი ჭიქა ყავა, თითო თითო კოვზი შაქრით და ულტრას შესთავაზა იქვე ახლოს მდგომ მაგიდაზე დასხდომა.
დასხდნენ.
სანამ ულტრა დაიწყებდა კითხვების დასმას, შ.პ.ს. სახელმწიფოს წარმომადგენელმა მოუყვა რომ მისი კომპანიის ძირითადი საქმიანობა იყო ფული და პირველად კითხვეზე პასუხების ძებნა.
რაც ეხება პირველს, ანუ ფულს, როგორც აღმოჩნდა პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობდა ამას. კერძოდ, შ.პ.ს. სახელმწიფოში, ადრე გაიაზრეს რომ ფული და ძალისხმევა რაც სჭირდებოდა ამ ფულის მოსაპოვებლად პროდუქტების ან სერვისების შექმნას, შემდეგ მათ მარკეტინგს და გაყიდვას, იმაზე მეტი იყო ვიდრე ძალისხმევა რაც სჭირდებოდა პირდაპირ ფულის წარმოებას და ამ საქმის რისკების დაზღვევას. დაიწყეს პირდაპირ ფულის წარმოება.
“უბრალოდ საქმე იმაშია რომ ჩვენ რაც გვაინტერესებს ის ბაზარზე არ იყიდება და საქმეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმაზე მეტი ფული სჭირდება ვიდრე ამას ნებისმიერი ჩვეულებრივი წარმატებული ბიზნესით მოვიპოვებდით.” განმარტა შ.პ.ს. სახელმწიფოს წარმომადგენელმა.
“გასაგებია,” უპასუხა ულტრამ და განაგრძო,”კონკრეტულად რა კითხვებზე მუშაობთ გარდა ფულის წარმოებისა?”
“ისეთ კითხვებზე როგორიცაა: როგორ მუშაობს რეალობა, რამდენ განზომილებიანია სივრცე, გრძნობს თუ არა ქვიშის ნამცეცი საკუთარ არსებობას, შეიძლება თუ არა ფანტაზიურ რეალობაში სტეიკის შეჭმით ფიზიკურ რეალობაში გაძღომა და ასე შემდეგ.” უპასუხა წარმომადგენელმა და დაამატა, “უბრალოდ გვეხალისება ამ კივხვებზე ფიქრი და მუშაობა. ამ კითხვებზე პასუხები კი თავად არის, ასე ვთქვათ მოგება.”
ულტრამ, დადებითი შეფასების ნიშნად, გაუვარჯიშებელი თვალისთვის შეუმჩნეველი ოდენობით დაუქნია თავი. შემდეგ შ.პ.ს. სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაამატა რომ ფული პრობლემა არ იყო, კონკრეტულად ფულის რაოდენობა. რამდენიც დასჭირდებოდა საქმეს და რამდენსაც მოითხოვდა ულტრა იმდენს აწარმოებდნენ.
ასევე უთხრა რომ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად, მეხსიერების ჩიპში იყო პასუხი კითხვაზე თუ რატომ დაუკვაშირდნენ კონკრეტულად ულტრას.
ამ თებემის განხილვის შემდეგ რამდენიმე წუთში დაიშალნენ და ულტრა წამოვიდა სახლში.
რესტორანიც, ათი საათისთვის აილაგმა.
თავი 3 — წყვილი
მეხსიერების ჩიპში არსებული ინფორმაციიდან ულტრამ გაიგო რომ შ.პ.ს. სახელმწიფომ მიაგნო საგანს რასაც უწოდეს წყვილი. ეს წყვილი შედგებოდა ორი ცალისგან და წყვილში შემავალ ცალებს ერთი მეორეზე ჰქონდათ მყისიერი გავლენა, რაც გამოიხატებოდა იმაში რომ მათი ფიზიკური მახასიათებლები მყისიერად იცვლებოდა მათ შორის მანძილის ცვლილებასთან ერთად.
ულტრას მყისიერად გაუჩნდა კითხვა ცალებს შორის მყისიერ კავშირზე, რომელზე პასუხიც მეხსიერების ჩიპშივე იპოვა. კონკრეტულად კი:
სავარაუდოდ, წყვილის ცალები ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ სხვა, მეოთხე, მეხუთე და სხვა შესაძლო განზომილებების გავლით. ამ განზომილებებში წყვილის ცალები ერთი მეორესთან ლამის გვერდი გვერდ არიან. ამიტომ ერთმანეთზეც მყისიერად ზემოქმედებდნენ მაშინაც როცა ჩვენს სამ განზომილებიან სივრცეში დაშორებულები არიან.
— -
ნაპოვნ წყვილთან ერთად კიდევ იყო ერთი ცალი, რომლის შესაბამისი მეორე ცალი იყო დედამიწიდან დაშორებული იმ მაძილით რა მნაძილილზეც ეგულებოდათ თეორიული მეცხრე პლანეტა.
ულტრას თანხმობის შემთხვევაში შედგებოდა ექსპედიცია რომელიც სწორედ ამ მანძილზე გაემგაზვრებოდა, წყვილის ცალის მოსაძებნად.
საქმე ულტრას უკვე საკმარისად აინტერესებდა და დიდი ალბათობით გააგრძელებდა კიდეც, მაგრამ მანამდე უნდადოდა პასუხი კითხვაზე, “რატომ კონკრეტულად მე?”
თავი 4 — მეტაჰალუცინაცია
მეხსიერების ჩიპში ასევე იყო ინფორმაცია, რაღაცაზე რასაც ეძახდნენ, მეტაჰალუცინაციას.
მეტაჰალუცინაცია განმარტებული იყო როგორც ჰალუცინაცია რომელიც მეტწილად ემთხვევა რეალობას, რომელიც დროში და სივრცეში შეიძლება დაშორებული იყოს ადამიანისგან რომელსაც აქვს ეს ჰადუცინაცია.
უმეტეს შემთხვევაში ასეთი ჰალუცინაციები უბრალოდ გონების ხარვეზია, თუმცა, იშვიათად, ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება ისე რომ ზოგიერთი ადამიანის გონებას სწორედ მეტაჰალუცინაციის უნარი აქვს.
ასეთ გონებას შეუძლია ჩვენი რეალობის სამ განზომილებიანი ლაბირინთები, სამზე მეტ განზომილებებიდან აღიქვას, დაინოხოს გასასვლელები და გზები გასასვლელებისკენ. ისე როგორც ჩვენ ვხედავთ მათ, მაგალითად, ორ განზომილებიან ლაბირინთზე სადმე შემაღლებული ადგილიდან გადმოხედვისას.
იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი სამეცნიერო ინსტრუმენტები მხოლოდ სამ განზომილებაში მუშაობს, შეუძლებელია ასეთი ადამიანების გამოვნელა რაიმე ერთჯერადი ტესტებით, მათ თავზე ან ტვინზე რაიმეს შეერთდებით და ასე შემდეგ.
ამიტომ მხოლოდ სტატისტიკაზე დაკვირვებით შეიძლება გაირკვეს ადამიანს მეტაჰალუცინაციები აქვს თუ გონების ხარვეზები.
ასეთი დაკვირვება, დიდ სახალხო მასშტაბებს საჭიროებს და ხშირად პოპულარული სატელევიზიო შოუების სახე აქვს. შ.პ.ს. სახელმწიფო რამდენიმე ასეთი შოუს მფლობელია.
— -
ულტრამ, ინფორმაციასთან გაცნობისას გააკრვია რომ შ.პ.ს. სახელმწიფოში უკვე მუშაობდა ერთი ასეთი ადამიანი ვისაც ჰქონდა მეტაჰალუცინაციების უნარი.
მისი სახელი იყო სპექტრი.
სპექტრი, შ.პ.ს. სახელწიფოსთვის მნიშვნელოვანი თანამშრომელი იყო ფულის წარმოების საქმეშიც, სადაც ის მონაწილეობდა წარმოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში.
სპექტრის მეტაჰალუციანაცია იყო ის მიზეზი რატომაც დაუკავშირდნენ ულტრას.
თავი 5 — ლაქები
ულტრას საბოლოო თანხმობის შემდეგ, შ.პ.ს. სახელმწიფომ დააორგანიზა ექსპედიცია რომელიც გაემგზავრა იმ ადგილას სადაც მეცხრე პლანეტა ეგულებოდათ. ექსპედიცია და ექსედიციისთვის საჭირო ფინანსების მოძიება, წარმოაჩინეს როგორც კაცობრიობისთვის სასარგებლო სამეცნიერო წამოწყება, რაშიც მრავალმა ორგანიზაციამ ჩადო ფული, ორგანიზახიებმა რომლებიც თავის მხრივ შ.პ.ს. სახელმწიფოს ფულით იყო შექმნილი.
ეს ყველაფერი საკმარისი იყო საზოგადოების ყურადღების გადასატანად ექსპედიციის იმ მიზნებიდან რაც შ.პ.ს. სახელმწიფოს აინტერესებდა.
— -
მეცხრე პლანეტა მართლაც აღმოჩნდა იმ ადგილას სადაც მოელოდნენ რომ აღმოჩნდებოდა. ხალხი აღტაცებით შეხვდა ამას. გაუშვეს ფეიერვერკები, დალიეს შუშხუნა ღვინო, მიულოცეს ერთმანეთს, შექმნეს ახალი შეთქმულების თეორები, მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალებები და ასე შემდეგ.
— -
მეცხრე პლანეტა, ერთი ჩვეულებრივი აგურის ფერი და კლდოვანი ზედაპირის მქონე პლანეტა გამოდგა. რომელსაც სასიამოვნო მოულოდნელობად, დედამიწასთან მიახლოვებული სუნთქვადი ატმოსფერო აღმოაჩნდა.
ექსპედიციის უმეტესი ნაწილი ჩაერთო სხვა და სხვა ნიადაგის სინჯების აღებაში და ამ პროცესის მედია საშუალებებით ფართო მასებისთვის მიწოდებაში. ულტრა და რამოდენიმე სხვა, შ.პ.ს. საზელმწიფოს თანამშრომელი კი წავიდა იმ ადგილის მოსაძებნად სადაც წყვილის ცალი ეგულებოდათ. მიაგნეს კიდეც.
ადგილი სადაც წყვილის ცალს მიაგნეს, ერთი ჩვეულებრივი უდაბნო იყო, სადაც ცალი, არაფრის მთქმელად ეგდო. მის მახლობლად კი კიდევ ერთი ცალი ეგდო, რომელიც სხვა წყვილის ნაწილი იყო.
ცალი, რომელიც სხვა წყვილის ნაწილი იყო, მეტი დაკვირვებით გამოიკვლიეს და გაზომეს რომ მისი შესაბასი მეორე ცალი, იყო იქ სადაც სუპერმასიური შავი ხვრელი ეგუბებოდათ, გალაქტიკის ცენტრში.
ამ აღმოჩენამ ისინი თან აღაფთროვანა და თან ჩააფიქრა, რახან გალაქტიკის ცენტრში მათი ტექნოლოგიებით ვერ გაემგზავრებოდნენ.
თუმცა, იყო სპექტრის მეტაჰალუცინაციაც, რომელშიც ისინი რაღაც შესასვლელთან იყვნენ და მსჯელობდნენ შესულიყვნენ თუ არა. გადაწყვეტილებას ულტრა იღებდა. მეტაჰალუცინაციაში ისიც ჩანდა რომ ისინი ხომალდში ისხდნენ. აქ წყდებოდა მეტაჰალუცინაცია.
— -
გადაწყვიტეს არემარე კიდევ მეტად დაეთვალიერებინათ. თვალიერებისას წააწყდნენ რაღაც ლაქებს რომელიც კლდის ზედაპტრზე იყო.
ვერ გაირჩეოდა, ის ლაქები ხელით იყო დადატული თუ ბუნებრივი შემთვევითობით წარმოქმნილი. თუმცა ყურადღებას კი იქცევდა, როგორც რაღაცით შესამჩნევი.
ამ ლაქების დათვალიერების შემდეგ, ულტრას გაუჩნდა ინტუიციური შეგრძნება, რაღაცის აღქმის და გააზრების, რაც, როცა სხვების დახმარებით სიტყვებში თარგმნა, მიიღეს მრავალგანზომილებიანი მოგზაურობის პრინციპები.
სხვა სიტყვებით რომ ითქვას: მიიღეს ცოდნა რისი გამოყენებითაც შესაძლებელი იყო სამზე მეტ განზომილებაში გადაადგილებადი ხომალდის აგება. განზომილებებში, რომლებშიც, სამ განზომილებაში ერთმანეთს დაშორებული ობიექტები ახლოსაა. მაგალითად, სუპერმასიური შავი ხვრელი და მეცხრე პლანეტა.
თავი 6 — გადაწყვეტილება
ააგეს სამ განზომილებებზე მეტ განზომილებაში გადაადგილებადი ხომალდი და გაემგზავრენ სუპერმასიური შავი ხვრელისკენ, გალაქტიკის ცენტრში.
— -
რამდენიმე საათი იყვნენ გამოკიდებული შავი ხვრელის გარშემო ორბიტაზე. შემდეგ ულტრამ გადაწყვიტა შავ ხვრელში ჩაშსვლა. დანარჩენები საპირისპიროს ურჩევდნენ. არესებულ ცოდნიდან გამომდინარე, მართლაც არ ღირდა შავ ხვრელში ჩახტომა. ამასობაში ეს სწორედ ის ადგილი იყო რომლის იქითაც სპექტრის მეტაჰალუციანაცია ვერ სცდებოდა.
ულტრამ ინტუიციური ცოდნით იგრძნო რომ უნდა ემოქმედა, ემოძრავა. ჩაჯდა ერთ ერთ მომცრო ხომალდში და ჩაეშვა შავ ხვრელში.
— -
მოხვდა ადგილას სადაც თვალით ვერაფერს ხედავდა, მაგრამ აღიქვამდა რომ სადღაც იყო. რეალობას შეიგრძნობდა ისე, რომლის სიტყვებით აღწერაც ძნელია, აი ისეთ ნაირად ძნელი როგორც მაგალითად არსებობის შეგრძნების აღწერაა ძნელი, და როცა ამ შეგრძნებაზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ იმედი გვაქვს რომ სხვა მოსაუბრეც იგივე შეგრძნებას გულისხმობს რასაც ჩცვენ.
დანახვის ნაცვლად გრძნობდა იქაურ რეალობას, რომელიც ბადის მაგვარი ფორმის იყო. ბადის, სადაც ყველა კვანძს ყველა სხვა კვანძთან აქვს კავშირი. ადგილი რომელიც ჯერ არის ინტერპრეტირებული ჩვენთვის ნაცნობ სამ განზომილებიან სივრცედ. ადგილი რომლის ერთ ერთი კონკრეტული ინტერპრეტაციაც არის ჩვენი კონკრეტული რეალობა. მანდ უსიტყვებოდ ჰკითხეს მას, “სახალისო იყო შენი რეალობა?”
რაზეც ულტრაც უპასუხა, “მეტნაკლებად.”
ამის შემდეგ ულტრამ გაიღვიძა საკუთარ საწოლში. საწოლიდან აივანს გახედა, რომლის მოაჯირზეც მჯდომი ჩიტი ემზადებოდა მოსასკლინტად.
თუმცა, არც საწოლი იყო ულტრასი, არც ჩიტი იყო იგივე, და რეალობაც ამჯერად, ჩვენ რომ შავ მატერიას ვეძახით, მაგ მატერიისგან იყო შემდგარი.
ივანე5 ფანტაზია
